ავტორიზაცია

ცნობილია თანხა, რომელსაც სევილია კუნდეს სანაცვლოდ ჩელსის სთხოვს

ცნობილია თანხა, რომელსაც სევილია კუნდეს სანაცვლოდ ჩელსის სთხოვს
თარიღი 29 ივლ 2021, 20:33

ცნობილი გახდა „სევილიას“ მცველის, ჟულ კუნდეს „ჩელსიში“ პოტენციური ტრანსფერის დეტალები.

როგორც Goal.com იტყობინება, ანდალუსიურ კლუბს საფრანგეთის ნაკრების მცველთან განშორება მის საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებად არ სურს.

ამრიგად, „სევილია“ „ჩელსისგან“ კუნდეს სანაცვლოდ დაახლოებით 80 მილიონ ევროს ითხოვს. თავის მხრივ, ლონდონური კლუბი მზადაა, ტრანსფერში კურტ ზუმა ჩართოს და კუნდეს ფასი ამით შეამციროს, თუმცა „სევილია“ ფასის ფეხბურთელების ტრანსფერში ჩართვით შემცირების კატეგორიული წინააღმდეგია.

კუნდე „ჩელსიში“ გადასვლის წინააღმდეგი არ არის - მისი მთავარი მოთხოვნაა, რომ ახალი კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდეს. სწორედ ამის გამო უთხრა მან უარი „ტოტენჰემს“. 

კუნდე „სევილიაში“ 2019 წლიდან თამაშობს, იქამდე კი ფრანგული „ბორდოს“ მაისურს ატარებდა.