ავტორიზაცია

პოტენციური მსურველების დასაფრთხობად, ვილა ემი მარტინესს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

პოტენციური მსურველების დასაფრთხობად, ვილა ემი მარტინესს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
თარიღი 29 ივლ 2021, 20:57

„ასტონ ვილა“ მზადაა, არგენტინელ გოლკიპერს, ემილიანო მარტინესს ახალი კონტრაქტი შესთავაზოს, რათა პოტენციური მსურველები გზიდან მოიშოროს.

28 წლის გოლკიპერს „ვილა პარკზე“ სადებიუტო სეზონი ძალიან კარგი გამოუვიდა - „არსენალიდან“ წასვლის შემდეგ მან გუნდის სასტარტოში ადგილი დაიბევა, ზაფხულში კი კოპა ამერიკა მოიგო და თანაც ისე, რომ ლეო მესისთან ერთად, გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო.

მისმა თამაშმა არაერთი ევროპული გრანდის ყურადღება მიიქცია, თუმცა „ვილა“ მზადაა, ფეხბურთელს ახალი კონტრაქტი და გაუმჯობესებული ხელფასი შესთავაზოს, რათა არგენტინელი გუნდიდან წასვლაზე არ დაფიქრდეს.