ავტორიზაცია

ლესტერმა არსენალს ჯეიმს მედისონის ფასი შეუთვალა

ლესტერმა არსენალს ჯეიმს მედისონის ფასი შეუთვალა
თარიღი 29 ივლ 2021, 21:00

„ლესტერმა“ ინგლისელ ნახევარმცველს ფასი დაადო.

როგორც საკმაოდ დიდი ხანია ცნობილია, ლონდონის „არსენალი“ „ლესტერის“ ნახევარმცველის, ჯეიმს მედისონის გადაბირებით არის დაინტერესებული.

დაიწერა, რომ ტრანსფერის განხორციელება თავად ფეხბურთელსაც სურს, რომელმაც, თითქოსდა, ხელმძღვანელობას მისი „არსენალში“ გაშვება სთხოვა.

Sky Sports იუწყება, რომ „ლესტერისთვის“ მედისონი ხელშეუხებელი არ არის - ფეხბურთელის გაყიდვა სრულიად რეალურია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსურველი 70 მილიონ გირვანქას გადაიხდის.

მედისონის გარდა, „არსენალს“ სხვა ნახევარმცველებსაც უკავშირებენ, ისეთებს, როგორებიც რუბენ ნევეში და მარტინ ოდეგორი არიან.