ავტორიზაცია

მან.სიტიმ შესაძლოა გრეკ გრილიშის ტრანსფერი უახლოეს დღეებში შეათანხმოს

მან.სიტიმ შესაძლოა გრეკ გრილიშის ტრანსფერი უახლოეს დღეებში შეათანხმოს
თარიღი 29 ივლ 2021, 21:24

„მანჩესტერ სიტი“ „ასტონ ვილას“ ინგლისელი ნახევარმცველის, ჯეკ გრილიშის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.

ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბები უშუალო კონტაქტზე იმყოფებიან და სავარაუდოდ, გრილიშის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში იქნება მიღწეული.

„ასტონ ვილა“ იმედოვნებს, რომ ფეხბურთელი დარჩება და მზადაა, გრილიშს ახალი კონტრაქტიც შესთავაზოს, თუმცა „სიტის“ ინტერესი რეალურია და თუ ინგლისელი უარს იტყვის, „ასტონ ვილას“ მისი გაყიდვა მოუწევს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯეკ გრილიშს კლუბის შეცვლა სურს, თუმცა არ არის დარწმუნებული, რამდენად დიდ სათამაშო დროს მიიღებს გვარდიოლას გუნდში.

„ასტონ ვილას“ აღზრდილი ჯეკ გრილიში ამჟამად გუნდის კაპიტანია, Transfermarkt კი მას 65 მლნ ევროდ აფასებს.