ავტორიზაცია

სერჟინიო დესტის უარი ყველას - ამერიკელს მხოლოდ ბარსელონა აინტერესებს

სერჟინიო დესტის უარი ყველას - ამერიკელს მხოლოდ ბარსელონა აინტერესებს
თარიღი 29 ივლ 2021, 21:27

სერჟინიო დესტმა „ბარსელონაში“ დარჩების ხათრით ორი ევროპული გრანდი გაისტუმრა უარით.

ESPN-ს ინფორმაციით, 20 წლის ფეხბურთელის შეძენის სურვილი „არსენალმა“ და „ბაიერნმა“ გამოთქვეს - ეს უკანასკნელი მის გადაბირებას ჯერ კიდევ იქამდე ცდილობდა, სანამ ის „კამპ ნოუზე“ გადაბარგდებოდა.

ხსენებული ორი გუნდის გარდა, დესტის შეძენა „მონაკოსაც“ სურდა, თუმცა ამერიკელმა ფეხბურთელმა ყველა უარით გაისტუმრა და კარიერის მხოლოდ „ბარსელონაში“ გაგრძელებაზე ფიქრობს.

„ბარსა“ ამჟამად ფეხბურთელების გაყიდვის პროცესში იმყოფება, რადგან მესის კონტრაქტის გამო ხელფასის ლიმიტი აქვს შესამცირებელი, თუმცა დესტი გასაყიდ ფეხბურთელებს შორის არ ირიცხება.