ავტორიზაცია

VIDEO: დინამო თბილისის მორიგი საშინელი მატჩი და 5:1 მარცხი

თარიღი 29 ივლ 2021, 22:52

კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს "დინამო თბილისი" და ჰაიფას "მაკაბი" დაუპირისპირდნენ.

ამ გუნდების პირველი დაპირისპირება თბილისში შედგა და სტუმართა გამარჯვებით 1:2 დასრულდა.

განმეორებით მატჩშიც უპირატესობას "მაკაბი" დაეუფლა და ანგარიში მე-17 წუთზე გახსნა, თუმცა "დინამომ" 5 წუთში გაათანაბრა.

ამის შემდეგ, "მაკაბიმ" უდიდესი უპირატესობა მოიპოვა, 4 გოლი გაიტანა და 5:1 გაიმარჯვა.

სამწუხაროდ, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ევროტურნირებიდან ასპარეზობას გამოეთიშა