ვის შეხვდება დინამო ბათუმი კონფერენს ლიგის შემდეგ ეტაპზე?

კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამო ბათუმი" "ბატეს" დაუპირისპირდა და 1:4 გაანადგურა.
შემდეგ ეტაპზე კი გია გეგუჩაძის გუნდი თურქულ "სივასპორს" დაუპირისპირდება.
ცნობილია, რომ პირველი შეხვედრა ბათუმში, 5 აგვისტოს შედგება, განმეორებითი კი 12 აგვისტოს თურქეთში.
თურქეთის ჩემპიონატის გასული სეზონი "სივასპორმა" კარგად ჩაატარა და მე-4 ადგილი დაიკავა.
თუ ბათუმელები ამ ეტაპსაც გაივლიან, კონფერენს ლიგის ფლეი-ოფში ითამაშებენ.