ავტორიზაცია

რას წერენ ბატეს გულშემატკივრები ბათუმთან წაგების შემდეგ?

რას წერენ ბატეს გულშემატკივრები ბათუმთან წაგების შემდეგ?
თარიღი 29 ივლ 2021, 23:41

კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამო ბათუმი" "ბატეს" დაუპირისპირდა და 4:1 გაანადგურა.

"ბატეს" სტადიონზე უამრავი გულშემატკივარი იყო შეკრებილი და ამ შედეგს არავინ მოელოდა.

ეს ყველაფერი კი სოციალურ ქსელებშიც აისახა, სადაც ბევრი კრიტიკული კომენტარი დაიწერა.

გთავაზობთ ბელარუსული კლუბის გულშემატკივართა კომენტარებს მარცხის შემდეგ.

"ასეთი სუსტი თამაში ბატეს არასდროს ჩაუტარებია"

"ბატემ ცუდი მატჩი ჩაატარა, თუმცა დინამო ბათუმმა მაღალ დონეზე ითამაშა"

"არ მეგონა, დინამო ბათუმი თუ ასეთი ძლიერი იყო"

"სამარცხვინო თამაში და დამსახურებული მარცხი"