ავტორიზაცია

"უბარლოდ მრცხვენია" - ბატეს მწვრთნელი ბათუმთან მარცხის შემდეგ

"უბარლოდ მრცხვენია" - ბატეს მწვრთნელი ბათუმთან მარცხის შემდეგ
თარიღი 30 ივლ 2021, 00:33

კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამო ბათუმი" "ბატეს" დაუპირისპირდა და 4:1 გაანადგურა.

მატჩის შემდეგ კომენტარი "ბატეს" მთავარმა მწვრთნელმა ვიტალი ჟუკოვსკიმ გააკეთა.

"არ ვიცი, რა მოხდა მეორე ტაიმში. გატანილი პენალტის შემდეგ ავირიეთ და მეტოქეს თავისუფლად თამაში საშუალება მივეცით.

უბრალოდ მრცხვენია იმ გულშემატკივრების, ვინც ჩვენთან მოვიდა და მხარს გვიჭერდა.

ახლა დავისვენებთ და ხვალ გავაანალიზებთ, რა მოხდა. ასეთი სირცხვილი პირველად ვიგრძენი", - განაცხადა მეტოქე გუნდის თავკაცმა