ავტორიზაცია

დღეს, ოლიმპიადაზე 4 ქართველი სპორტსმენი გამოვა - თუშიშვილის შესაძლო დუელი რინერთან და ბევრი სხვა

დღეს, ოლიმპიადაზე 4 ქართველი სპორტსმენი გამოვა - თუშიშვილის შესაძლო დუელი რინერთან და ბევრი სხვა
თარიღი 30 ივლ 2021, 01:17

30 ივლისს, ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადაზე გამოვა ოთხი ქართველი სპორტსმენი - გურამ თუშიშვილი (ძიუდო), ნინო სალუქვაძე (სროლა, 25 მ. სპორტული პისტოლეტი), ესკერხან მადიევი (კრივი) და სოფიკო შათირიშვილი (მძლეოსნობა, ბირთვის კვრა). გთავაზობთ სპორტსმენების განრიგს.

გურამ თუშიშვილი (ძიუდო, +100 კგ) - 08:00 საათი

თუშიშვილი პირველ ბრძოლას გამართავს მეორე რაუნდში გამართავს მისი მოწინააღმდეგე თემურ რახიმოვსა და ენდი გრანდას შორის გამარჯვებული იქნება.

ქართველი ძიუდოისტის ბადეშია რაფაელ სილვა და ლეგენდარული ტედი რინერი, რომელსაც, ორივე სპორტსმენის წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში, 1/2 ფინალში შეხვდება.

ნინო სალუქვაძე (სროლა, 25 მ. სპორტული პისტოლეტი) - 04:00 საათი

სპორტული პისტოლეტის სროლაში პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი სალუქვაძემ 291 ქულით დაასრულა მეშვიდე ადგილზე (44 სპორტსმენს შორის) და ფინალში გასასვლელად იბრძვის. საგზურს სულ 8 სპორტსმენი გაიფორმებს.

ესკერხან მადიევი (კრივი, 69 კგ) - 13:50 საათი

 მადიევმა, მერვედფინალში შადირი ბვოგი დაამარცხა და ოლიმპიადის მეოთხედფინალში გავიდა. საქართველოს სახელით მოასპარეზე მოკრივის მეტოქე ანდრეი ზამკავოი იქნება.

სოფიკო შათირიშვილი (მძლეოსნობა, ბირთვის კვრა) - 14:25 საათი

ბირთვის კვრაში ასეთი მდგომარეობაა - 32 სპორტსმენი ორ ჯგუფშია გადანაწილებული და ფინალში გასვლას საუკეთესო თორმეტეული შეძლებს.