ავტორიზაცია

ბრეიტუეიტის ახალი გუნდი პრაქტიკულად ცნობილია

ბრეიტუეიტის ახალი გუნდი პრაქტიკულად ცნობილია
თარიღი 30 ივლ 2021, 16:22

"ბარსელონამ" და "ვესტ ჰემმა" შეთანხმებას მიაღწიეს მარტინ ბრეიტუეიტის ტრანსფერზე, რომელიც 15 მილიონი ევრო დაჯდება.

დანიელი თავდამსხმელის ლონდონში მოსალოდნელი გადასვლის შესახებ დაწერა რამდენიმე ესპანურმა წყარომ, მათ შორის Diario Sport-მაც.

დარჩენილია მხოლოდ პირადი დეტალების შეთანხმება "ჩაქუჩებსა" და კატალონიელთა სათადარიგო ფორვარდს შორის.

იგივე წყაროს მტკიცებით, "ლურჯ-წითლები" ჯერჯერობით ვერ ახერხებენ სკანდინავიელი შემტევის გულის მოგებას ფინანსური თვალსაზრისით.

30-წლის წინახაზელი "ბლაუგრანაში" თამაშობს 2020 წლიდან და ამ დროის განმავლობაში მან 53 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა.