ავტორიზაცია

ევერტონის ხელმძღვანელობამ ხამესს უთხრა, რომ მზადაა მას შეელიოს

ევერტონის ხელმძღვანელობამ ხამესს უთხრა, რომ მზადაა მას შეელიოს
თარიღი 30 ივლ 2021, 19:44

„ევერტონის“ ნახევარმცველმა ხამეს როდრიგესმა, გუნდი შესაძლოა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დატოვოს.

Liverpool Echo-ს ინფორმაციით, „ლივერპულის“ ხელმძღვანელობამ 30 წლის ნახევარმცველს შეატყობინა, რომ მზადაა, მას შეელიოს, თუ სარფიან შემოთავაზებას მიიღებს.

ანალოგიური ინფორმაცია მიიტანა ხელმძღვანელობამ 31 წლის ნახევარმცველ ფაბიან დელფამდეც.

ხამესი „ევერტონში“ გასული წლის სექტემბერში გადავიდა, იქამდე კი ის „რეალის“, „ბაიერნის“, „მონაკოს“, „პორტუს“, „ბანფილდის“ და „ენვიგადოს“ ღირსებას იცავდა.

კოლუმბიის ნაკრებში როდრიგესს 2011 წლიდან იძახებენ. პრემიერ ლიგის გასულ სეზონში მან 23 მატჩში 6 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.