ავტორიზაცია

მოლაპარაკებები მიმდინარეობს - ანტონიო კონტემ შესაძლოა საქმიანობა შეიცვალოს

მოლაპარაკებები მიმდინარეობს - ანტონიო კონტემ შესაძლოა საქმიანობა შეიცვალოს
თარიღი 30 ივლ 2021, 20:13

„ინტერის“, „იუვენტუსის“ და იტალიის ნაკრების ექს-მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, შესაძლოა საქმიანობის სფერო შეიცვალოს.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, Sky Sport Italia-მ იტალიელ სპეციალისტ მათ ტელევიზიაში ექსპერტად მუშაობა შესთავაზა.

კონტესა და ამ ტელევიზიას შორის მოლაპარაკებები კარგ ეტაპზე იმყოფება. სავარაუდოდ, კონტეს ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე მუშაობა და მათი განხილვა მოუწევს. თავად სპეციალისტი ამ სამსახურით დაინტერესებულია.

შეგახსენებთ, რომ კონტემ „ინტერი“ 26 მაისს დატოვა. 2020/21-სეზონში მან გუნდს სერია ა 11 წლის შემდეგ პირველად მოაგებინა, გუნდიდან კი ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო წავიდა.

„ინტერი“ კონტემ 2019 წელს ჩაიბარა, იქამდე კი „ჩელსიში“, იტალიის ნაკრებში, „იუვენტუსში“, „სიენაში“, „ატალანტაში“, „ბარიში“ და „არეცოში“ მუშაობდა.