იუვენტუსმა, ბარსელონამ და რეალმა ევროპის სუპერლიგაზე მორიგი ხმაურიანი განცხადება გააკეთეს
ტურინის „იუვენტუსმა“, „ბარსელონამ“ და მადრიდის „რეალმა“ მორიგი განცხადება გააკეთეს ევროპის სუპერლიგის შექმნასთან დაკავშირებით.
კლუბებმა ახალი ტურნირის წარმატებულობაში დარწმუნება გამოთქვეს და ასევე აღნიშნეს, რომ უეფას მონოპოლური მდგომარეობა ფეხბურთს ვნებს.
„ბარსელონა“, „იუვენტუსი“ და „რელაი“ დიდი სიხარულით იღებენ მადრიდული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც უეფას ევროპის სუპერლიგის შემქმნელების წინააღმდეგ ქმედების შეჩერება აიძულა, მათ შორის - დისციპლინარული გამოძიებებიც.
ტრიბუნალმა დააკმაყოფილა ევროპის სუპერლიგის შემქმნელების მოთხოვნა, უარყო უეფას აპელაცია და შეატყობინა, რომ თუ ორგანიზაცია მათ გადაწყვეტილებას არ დაემორჩილება, ამას ჯარიმები და სერიოზული სასჯელი მოყვება.
ამ საქმეს ახლა განიხილავს ევროპული სასამართლო, რომელიც ევროპულ ფეხბურთში უეფას მონოპოლიას გაანალიზებს.
ჩვენი ამოცანაა - გადავჭრათ სერიოზული პრობლემები, რომელიც ფეხბურთის წინაშე დგას. უეფამ თავი კანონმდებლად, ექსკლუზიურ ოპერატორად და ევროპული ტურნირების ერთადერთ აღიარებულ მფლობელად წარმოაჩინა. ეს მონოპოლისტური და კონფლიქტური პოზიცია ფეხბურთს და კონკრეტულ ბალანსს ვნებს. როგორც კარგად გამოჩნდა, ფინანსური კონტროლი არაადეკვატუარია და არასწორად გამოიყენება. კლუბები, რომლებიც ევროპულ ტურნირებში მონაწილეობენ, მას უნდა მართავდნენ კიდეც.
გვიხარია, რომ ამიერიდან უეფას მუქარებს აღარ მოვისმენთ. ჩვენი მიზანია - გავაგრძელოთ სუპერლიგის პროექტის კონსტრუქციული განვითარება და იმედი გვაქვს, მასში ყველა ფეხბურთით დაინტერესებული პირი იქნება ჩართული: გულშემატკივრები, მწვრთნელები, კლუბები და ა.შ.
ჩვენ ჯერ კიდევ დარწმუნებულები ვართ ამ პროექტის წარმატებაში, რომელიც ევროპის საბჭოს კანონმდებლობას ყოველთვის დაემორჩილება.“ - ნათქვმაია კლუბების განცხადებაში.