ფეხბურთელი, რომლის გუნდში დარჩენასაც რეალის ფანების 88% უჭერს მხარს
ტაკეფუსა კუბომ იაპონიაში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებში თავი კარგად წარმოაჩინა, თუმცა მისი მომავალი მადრიდის „რეალში“ - ჰაერშია გამოკიდული.
ბოლო ორი სეზონი ახალგაზრდა იაპონელმა იჯარით სხვა გუნდებში გაატარა - მალიორკაში, ვილიარეალსა და ხეტაფეში და არ არის გამორიცხული, ისევ გაანათხოვრონ. თუმცა, ეს არ არის ის, რაც რეალის ფანებს სურთ.
Marca-მ გამოკითხვა ჩაატარა იმის დასადგენად, სურთ თუ არა გუნდის გულშემატკივრებს, რომ ახალ სეზონში კუბო რეალის პირველი გუნდის წევრი იყოს?
შედეგად, გამოკითხვაში 3000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და 88%-მა კუბოს რეალში დარჩენას დაუჭირა მხარი.
პრობლემას ის წარმოადგენს, რომ რეალმა ფეხბურთელის შენარჩუნება რომც გადაწყვიტოს, ეს ადვილი არ იქნება, რადგან იაპონელი არა ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქის კვოტას დაიკავებს - ცნობისთვის, გუნდებს ასეთი მხოლოდ ოთხი ფეხბურთელის ყოლის უფლება აქვთ, რეალს კი უკვე ჰყავს ვინისიუსი, მილიტაო და როდრიგო.
სიტუაცია შეიძლება გამოსწორდეს იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს თვეებში ვინისიუსი ესპანეთის მოქალაქეობასაც მიიღებს - რეალი ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს.