უმაღლესი ლიგა - მე-5 ტურის წინ



დღეს, საქართველოს უმაღლესი ლიგის მე-5 ტურის მატჩები გაიმართება. როგორც ამჩნევთ, უკვე მეორე ტურია, რაც შეხვედრები შუა კვირაში მიმდინარეობს. ეს კი იმით არის გამოწვეული, რომ თემურ ქეცბაიამ უმაღლესი ლიგის რამდენიმე მოთამაშეს ნაკრებში უხმო და ამხანაგური შეხვედრები ჩაატარა. უმაღლესი ლიგის მე-4 ტური ხუთშაბათსა და პარასკევს გაიმართა, მე-5 ტური კი სამშაბათსა და ოთხშაბათს გაიმართება. 16.09.2014 - სამტრედია vs სპარტაკი, 16:00 უმაღლესი ლიგის მე-5 ტურში, ჩემპიონატის ერთ-ერთი დებიუტანტი და ამავდროულად ლიდერი, "სამტრედია" იმერეთში, ცხინვალის "სპარტაკს" მიიღებს და რა თქმა უნდა, 3 ქულისთვის იბრძოლებს. "სამტრედიელები" შესანიშნავ ფორმაში არიან, მათ გასულ ტურში "ზესტაფონი" სტუმრად დაამარცხეს და უმაღლესი ლიგის მე-4 პოზიციაზე აღზევდნენ. რაც შეეხება "სპარტაკს", დავით კაჭარავას გუნდმა 2014-2015 წლების სეზონი შესანიშნავად დაიწყო, ყოველშემთხვევაში გასული სეზონებისგან განსხვავებით, "სპარტაკი" ამჟამად ცხრილის ზედა ნახევარშია, ასე რომ მათგანაც უნდა ველოდოთ სიურპრიზებს თითოეულ მატჩში. 16.09.2014 - ტორპედო vs ვიტ ჯორჯია, 16:00 უმაღლესი ლიგის მიმდინარე სეზონში, ვერც "ტორპედო" და ვერც "ვიტ ჯორჯია" ვერ თამაშობენ დამაჯერებლად. რევაზ ძოძუაშვილის გუნდმა 4 დან 3 თამაში ვერ მოიგო და ცხრილის მე-9 პოზიციას დასჯერდა. რაც შეეხება "ვიტ ჯორჯიას", მათ გასულ ტურში ბათუმის "დინამო" 2:0 დაამარცხეს და ცხრილის მე-6 პოზიციაზე დაწინაურდნენ. 16.09.2014 - დინამო ბათუმი vs მერანი, 16:00 უმაღლესი ლიგის მე-5 ტურის მატჩს, ბათუმის "დინამო" შინ გამართავს და მარტვილის "მერანს" უმასპინძლებს. უკანასკნელი ტურიდან გამომდინარე ორივე გუნდი მხოლოდ 3 ქულისთვის იბრძოლებს, თუმცა რამდენად მოახერხებს "მერანი" აჭარაში გამარჯვებას საკითხავია. გათამაშების ცხრილს რაც შეეხება, ბათუმელები ამჟამად მე-8 პოზიციაზე იმყოფებიან, მარტვილელები კი მე-12. 16.09.2014 - სიონი vs ზესტაფონი, 16:00 უმაღლესი ლიგის მე-5 ტურში, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება, სადაც ბოლნისის "სიონი" "ზესტაფონს" უმასპინძლებს. ზემოთხსენებულ, არცერთ გუნდს არ აქვს ამჟამად დამაკმაყოფილებელი სტატისტიკა უმაღლეს ლიგაში. ბოლნისელებმა უმაღლესის 4 თამაშიდან 3 ვერ მოიგეს და ცხრილის ქვედა მხარეში მოექეცნენ. "ზესტაფონს" რაც შეეხება, ეს გუნდი კიდევ უფრო უარესს სიტუაციაშია, გია გეგუჩაძის ფეხბურთელებმა 4-დან 3 მატჩი წააგეს და ახლა გასავარდნ ზონაში იმყოფებიან. 16.09.2014 - დინამო vs შუქურა, 18:00 უმაღლესი ლიგის მე-5 ტურში, თბილისის "დინამო" "დინამო არენაზე" ქობულეთის "შუქურას" უმასპინძლებს. ვერცერთმა გუნდმა ვერ მოიგო თავისი უკანასკნელი შეხვედრა. "შუქურამ" "სიონთან" ითამაშა ფრე, "დინამო" კი სამარცხვინოდ დამარცხდა "მეტალურგთან". აშკარაა, რომ ამ ტურში ორივეს ესაჭიროება გამარჯვება, განსაკუთრებით "დინამოს", რადგან ლიდერის პოზიცია არ დათმოს. 17.09.2014 - ზუგდიდი vs დილა, 16:00 ჩემპიონატის მე-5 ტურის მატჩში, "ზუგდიდი" ლანჩხუთში "დილას" უმასპინძლებს. შეხვედრა ორმხრივ დაძაბული იქნება იქიდან გამომდინარე, რომ ორივე გუნდს ჰაერივით ესაჭიროება ქულები. "ზუგდიდი" ცხრილის ბოლოსწინა პოზიციაზეა და პირველ ლიგაში დაქვეითების საშიშროების წინაშე დგას. რაც შეეხება "დილას", გუნდი მე-3 პოზიციაზეა და აშკარაა, რომ მათ არ სურთ პოზიციების დათმობა, ასე რომ ორივე 3 ქულისთვის იბრძოლებს ხვალ. 17.09.2014 - გურია vs კოლხეთი, 16:00 უმაღლესი ლიგის მე-5 ტურში, ორი აუტსაიდერი "გურია" და "კოლხეთი" ერთმანეთს შეხვდებიან. როგორც იცით, "გურიამ" 2014-2015 წლების სეზონი საშინლად დაიწყო. შარშანდელი იდეალური შედეგის შემდეგ, "გურია" უმაღლესი ლიგის ბოლო პოზიციაზე აღმოჩნდა, რაც მოულოდნელია. რაც შეეხება "კოლხეთს", ფოთელები მე-15 ადგილზე არიან. ზაზა ინაშვილის გუნდმა, გასულ ტურში "ჩიხურა" დაამარცხა. 17.09.2014 - ჩიხურა vs მეტალურგი, 16:00 უმაღლესი ლიგის მე-5 ტურში "ჩიხურა" შინ "მეტალურგს" უმასპინძლებს. კარგად ჩატარებული ევრო ტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ, საჩხერული გუნდი საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა. ამჟამად "ჩიხურა" უმაღლესი ლიგის მე-11 ადგილზეა. რაც შეეხება "მეტალურგს", რუსთავურმა გუნდმა შესანიშნავად დაიწყო სეზონი და ამჟამად ცხრილის მე-2 პოზიციაზეა. უმაღლესი ლიგა - ცხრილი Untitled-2                         უმაღლესი ლიგის ბომბარდირები ჯაბა დვალი - 3 გოლი დავით სირაძე - 3 გოლი გიორგი ჩელებაძე - 2 გოლი ჩიმაქიძე - 2 გოლი ძარია - 2 გოლი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

Sky Sports: ლიუნგბერგის შემცვლელის ვინაობა არსენალში ცნობილია

Sky Sports-ის ცნობით, ლონდონის "არსენალში" მთავარი მწვრთნელის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს.

დღეს, 15:40

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის წყვილები ცნობილია

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის კენჭისყრა დასრულდა.

დღეს, 15:15

არსენალის დარბევა არაფერს ნიშნავს, სიტის პრობლემები აქვს - რა ხდება პეპის გუნდის გარშემო?

როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტიმ" სტუმრად ლონდონის "არსენალი" უშანსოდ გაანდგურა.

დღეს, 14:23

ფედე ვალვერდეს საოცარი რეაქცია ვალენსიასთან გატანილ გოლზე [VIDEO]

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველს, ფედე ვალვერდეს, „ვალენსისთან“ ბოლო წუთებზე გატანილი გოლი ძალიან გაუხარდა.

დღეს, 13:13

დე ბრუინი: "ჰეთ-ტრიკის გაფორმება კარგი იქნებოდა"

„მანჩესტერ სიტის“ ნახევამრცველმა, კევინ დე ბრუინმა, „არსენალთან“ მატჩი (3:0) შეაფასა.

დღეს, 13:09

ზიდანი: "ზოგადად, რეალი ასეთი გუნდია"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, „ვალენსიასთან“ მატჩი შეაფასა.

დღეს, 13:04

ლეონარდო: "გთხოვთ, ტუხელს ტრანსფერებზე არაფერი ჰკითხოთ"

„პსჟ-ს“ სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ, ჟურნალისტებს სთხოვა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი, ტომას ტუხელი, სატრანსფერო შეკითხვებით არ შეაწუხონ.

დღეს, 12:59

დე ლაურენტისი: "ზლატანი? ანჩელოტის დროს ვფიქრობდით, ახლა სხვა პრიორიტეტები მაქვს"

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესაძლო დამატებას გამოეხმაურა.

დღეს, 12:51

ვერტონგენი: "მოურინიოსთან ერთად ყველაფერი განსხვავებულია"

„ტოტენჰემის“ მცველმა, იან ვერტონგენმა, „ვულვერჰემპტონთან“ გამარჯვების შემდეგ, ჟოზე მოურინიო შეაქო.

დღეს, 12:46

ფოდენი: "სიტი თუ სადღესასწაულო ვახშამია, დე ბრუინი - მისი სოუსია"

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა, ფილ ფოდენმა, კევინ დე ბრუინის „არსენალთან“ ნაჩვენები თამაში შეაფასა.

დღეს, 12:43

მბაპეს მორიგი ისტორიული რეკორდი

„პსჟ-ს“ ფორვარდმა, კილიან მბაპემ, „სენტ-ეტიენის“ კარში დუბლი გაიფორმა.

დღეს, 12:40

ეტო'ომ აფრიკელები დაადანაშაულა იმაში, რომ ოქროს ბურთი მანემ არ მოიგო

კამერუნის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა, სამუელ ეტო'ომ გამოთქვა მოსაზრება, რომ ოქროს ბურთი „ლივერპულელ» სადიო მანეს უნდა მოეგო.

დღეს, 12:37

ლეონარდო: "ნეიმარს ვატყობ, რომ პსჟ-ს დახმარების სურვილი აქვს"

„პსჟ-ს“ სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ, ნეიმარზე ისაუბრა.

დღეს, 12:33

"არსენალი ცირკია და არა საფეხბურთო გუნდი", - სანია

ლონდონის "არსენალის" ყოფილმა მარჯვენა მცველმა, ბაკარი სანიამ "მეთოფეების" არსებული მდგომარეობა შეაფასა:

დღეს, 11:54

"ის - იდეალურია", - არნოლდმა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა

"ლივერპულის" მარჯვენა მცველმა, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა.

დღეს, 11:44

სარიმ რონალდუ-დიბალა-იგუაინის ტრიოს თამაში შეაფასა

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, რონალდუ-დიბალა-იგუაინის ტრიოს თამაში შეაფასა:

დღეს, 11:32

სოლსკიაერი ევერტონთან მატჩის შემდეგ: "კარში 20-ჯერ დავარტყით, მოგებას ვიმსახურებდით"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკაიერმა "ევერტონთან" მატჩი შეაფასა:

დღეს, 11:23

"გაოგნებული დავრჩი", - გრიზმანმა კლასიკოს ისტორიაში ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი დაასახელა

"ბარსელონას" ახალწვეულმა, ანტუან გრიზმანმა ელ კლასიკოს ისტორიაში ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი დაასახელა:

დღეს, 11:12

გვარდიოლა არტეტას არსენალში წასვლას არ გამორიცხავს: "მისი გადასაწყვეტია"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ ისაუბრა თავის თანაშემწეზე, მიკელ არტეტაზე:

დღეს, 10:56

"არსენალი ტოპ-კლუბი არ არის, სიტისთან განადგურება - დამსახურებულია", - ლენო

ლონდონის "არსენალის" მეკარემ, ბერნდ ლენომ "მანჩესტერ სიტისთან" სახლში განადგურება შეაფასა:

დღეს, 10:43

საინტერესო ფაქტი - იუვეს ფანები უდინეზესთან მატჩში მანჯუკიჩის გვარს სკანდირებდნენ

როგორც მოგეხსენებათ, ტურინის "იუვენტუსმა" სახლში "უდინეზე" 3:1 დაამარცხა.

დღეს, 10:35

ოზილი ლიუნგბერგს დაუპირისპირდა

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის "არსენალი" სახლში "მანჩესტერ სიტისთან" განადგურდა.

დღეს, 10:26

ბენზემა: "წინ, სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია"

მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ თავისი გუნდის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 10:15

სხვა რაკურსით: კურტუას დიდებული თამაში შეტევაში და ბენზემას გოლი [VIDEO]

მატჩის ბოლო წამებზე სამეფო კლუბის მეკარე ტიბო კურტუა მეტოქის საჯარიმოში ჩავიდა, მის აქტიურობას კი გოლი მოჰყვა.

დღეს, 03:42

ზიდანი კურტუას ქმედებაზე: "მან წინ წასვლა თავად გადაწყვიტა"

"ვალენსიასთან" მატჩში, ბოლო წუთებზე კურტუა მეტოქის საჯარიმოში ჩავიდა. მის აქტიურობას ბენზემას გოლი მოჰყვა და მატჩი 1:1 დასრულდა.

დღეს, 03:34

რამოსი ვალენსიასთან მატჩის შემდეგ: "ეს საკმარისი არ არის"

მადრიდის "რეალის" კაპიტანმა სერხიო რამოსმა "ვალენსიასთან" გამართული მატჩი შეაფასა.

დღეს, 03:29

არსენალის საშინელი სტატისტიკა - პირველად 1994 წლის შემდეგ

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "არსენალი" შინ "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა.

დღეს, 03:25

კროოსმა ვალენსიასთან ბრწყინვალე შედეგი დააფიქსირა

ლა ლიგის გასულ ტურში მადრიდის "რეალი" "ვალენსიას" დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.

დღეს, 03:21

გვარდიოლა 3:0 მოგების შემდეგ: "მანჩესტერთან უკეთ ვითამაშეთ"

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "მანჩესტერ სიტი" "არსენალს" დაუპირისპირდა და 0:3 იმარჯვა.

დღეს, 03:18

ჩაკვეტაძემ და ქვილითაიამ ერთად ითამაშეს - გენტმა მაინც ვერ მოიგო

ბელგიის ჩემპიონატის მე-19 ტურში "ოოსტენდე" "გენტს" დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.

დღეს, 03:12

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10