ავტორიზაცია

"არავის დაღალატება არ მინდოდა, მაგრამ სეზონის ბოლოს, მგონი ყველა დავაღალატე", - რაშფორდის ემოციური წერილი ოპერაციის წინ

"არავის დაღალატება არ მინდოდა, მაგრამ სეზონის ბოლოს, მგონი ყველა დავაღალატე", - რაშფორდის ემოციური წერილი ოპერაციის წინ
თარიღი 31 ივლ 2021, 14:30

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდმა, მარკუს რაშფორდმა, მხარზე მოახლოვებულ ოპერაციაზე ვრცლად ისაუბრა.

„როცა 11 წლის ვიყავი, „მანჩესტერ იუნაიტედი“ მე და ჩემს ოჯახს რთული სიტუაციიდან ამოსვლაში დაგვეხმარა. ყოველთვის მექნება ამ კლუბის მიმართ ვალდებულების გრძნობა. ყოველთვის ვიქნები ახლოს, როცა გუნდს დავჭირდები. მზად ვარ, ნებისმიერი სამუშაო შევასრულო, რათა დავეხმარო კლუბს, რომელშიც გავიზარდე. თუნდაც, ეს მე პირადად მავნებდეს.

როცა ვერ ვთამაშობდი და ტრავმისგან გამოჯანმრთელების პერიოდი მქონდა, დიდი დრო გავატარე თანაგუნდელებისგან და სამწვრთნელო შტაბისგან, რომლებიც ასევე ჩემი ცხოვრების ნაწილი არიან იმ პერიოდის მანძილზე, რაც საკუთარი თავი მახსოვს. მჭირდებოდა, თავი რაღაც დიდის ნაწილად მეგრძნო.

როგორც წავიკითხე, ეგოისტს მეძახდნენ, რადგან ოპერაციას შეგნებულად არ ვიკეთებდი. არადა, საკუთარი თავი პირველ ადგილზე არასდროს დამიყენებია. იმაში დასარწმუნებლად, რომ კარგად თამაში შემიძლია, მე ჩემს სხეულს უნდა მოვუსმინო. ყველას აქვს საკუთარი მოსაზრება, მაგრამ ვერავინ გრძნობს ჩემს სხეულს იმაზე უკეთ, ვიდრე მე თვითონ.

რთული ასახსნელია, რას გრძნობ, როცა საკუთარ ქვეყანას წარმოადგენ. არავინ იტყოდა უარს ასეთ დიდ ტურნირზე გამოძახებაზე. ბავშვობაში, ასეთ მომენტებზე ოცნებობ. მთელი სეზონი კარგ ფორმაში ვიყავი და რას შეცვლიდა ეს ორი კვირა, იმის გათვალისწინებით, რომ მთელი წელი ისედაც ტრავმით ვითამაშე? 

კარგად ვივარჯიშე, მუდმივად ვიბრძოდი ტკივილთან. ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი თავს ინგლისის ნაკრებში, ევროპა ლიგის ფინალის შემდეგაც ნორმალურად ვგრძნობდი თავს. წავიდოდი თუ არა ევროზე, რომ მცოდნოდა, რომ ინგლისის ნაკრებში ასეთ უმნიშვნელო როლს შევასრულებ? მომხდარის გამო სინანული - შესანიშნავია, არა?

არავის დაღალატება არ მინდოდა, მაგრამ სეზონის ბოლოს ვთამაშობდი ისე, რომ მგონი, ყველა დავაღალატე. როცა მოედანზე გავდივარ, 100%-ით ვიხარჯები. ფიზიკურად 100%-ით მზად არ ვიყავი. გასულ სეზონში 100 გოლში მივიღე მონაწილეობა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია გაკვეთილები, რომელიც ამ პერიოდში მივიღე.

არანაირ ეჭვს არ იწვევს ამ კლუბისა და ნაკრებსადმი ჩემი ერთგულებისა და მიჯაჭვულობის. რთული იყო, მაგრამ მე უფრო ძლიერი დავბრუნდები როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად. მადლობა ყველას კეთილი სურვილებისთვის.“ - წერს რაშფორდი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ მხარზე ჩასატარებელი ოპერაციის გამო, ინგლისელ ფორვარდს 3 თვე გაუცდება.