ავტორიზაცია

აიაქსის თავდამსხმელი 16 წლის ასაკში გარდაიცვალა

აიაქსის თავდამსხმელი 16 წლის ასაკში გარდაიცვალა
თარიღი 31 ივლ 2021, 14:45

„აიაქსის“ თავდამსხმელი ნოა გესერი 16 წლის ასაკში გარდაიცვალა, ინფორმაციას ამსტერდამული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს.

ტრაგედია გუშინ, 30 ივლისის საღამოს მოხდა. „აიაქსის“ შემტევი ძმასთან ერთად ავტოკატასტროფაში მოყვა და ორივე ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.

ამსტერდამული კლუბის უახლოესი ამხანაგური მატჩები გესერის საპატივცემლოდ წუთიერი დუმილით დაიწყება.

„კლუბი ძალიან დამწუხრებულია ამ ტრაგიკული მოვლენით. „აიაქსი“ გესერის ახლობლებს მწუხარებას გამოუთქვამს და ამ აღმოუფხვრელ დანაკარგთან ბრძოლაში სიძლიერეს უსურვებს.“ - წერია „აიაქსის“ განცხადებაში.

გესერი „აიაქსის“ ფეხბურთელი 2018 წელს გახდა. ფეხბურთელი ამსტერდამულ კლუბში სამოყვარულო „ალფენს ბოისიდან“ გადავიდა.