დრამატული მატჩი და ბეწვზე გადარჩენილი ფურია როხა - ესპანეთი ნახევარფინალშია
31 ივლისს ოლიმპიადის მეოთხედფინალში ესპანეთის საფეხბურთო ოლიმპიური ნაკრები კოტდიუვარს დაუპირისპირდა.
შეხვედრა ესპანეთის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც დამატებით დროში 5:2 იმარჯვა.
მე-10 წუთზე ანგარიში კოტდიუვარელმა ერიკ ბაილიმ გახსნა, 30-ზე დანი ოლმომ ანგარიში გაათანაბრა, 91-ზე კოტდიუვარი წინ გავიდა და თითქოს, გამარჯვებაც მოიპოვა.
თუმცა, ესპანეთმა 93-ზე ანგარიში რაფა მირის გოლით გაათანაბრა და საქმე ექსტრა-ტაიმში გადაიყვანა, სადაც ესპანელებს გამარჯვება აღარ გასჭირვებიათ.
98-ე წუთზე მიკელ ოიარსაბალმა პენალტი ზუსტად შეასრულა, 117-ზე მირმა დუბლი მიითვალა, 120-ზე კი უკვე ჰეთ-ტრიკიც და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ნახევარფინალში ესპანეთი ახალი ზელანდია - ტოკიოს შორის გამარჯვებულს შევდება.