ავტორიზაცია

VIDEO: 8-თვიანი პაუზის შემდეგ - ვირჯილ ვან დეიკი მოედანზე დაბრუნდა

თარიღი 31 ივლ 2021, 16:30

ოქტომბერში მიღებული ტრავმის შემდეგ, „ლივერპულის“ დაცვის ლიდერი ვირჯილ ვან დეიკი, მოედანს „ჰერტასთან“ ამხანაგურ მატჩში დაუბრუნდა.

ბერლინურმა გუნდმა „ლივერპული" 4:3 დაამარცხა.

ვან დეიკმა ტრავმა გასული წლის ოქტომბერში, „ევერტონთან" მატჩში მიიღო - ჯვარედინი მყესების გაწყვეტის გამო მან მთელი გასული სეზონი და შემდეგ, ევროპის ჩემპიონატიც გამოტოვა.