ავტორიზაცია

კოსტიჩი სერია ა-ში გადასვლასთანაა ახლოს

კოსტიჩი სერია ა-ში გადასვლასთანაა ახლოს
თარიღი 31 ივლ 2021, 17:18

გერმანული „აინტრახტის“ ფეხბურთელი ფილიპ კოსტიჩი რომის „ლაციოში“ გადასვლასთან არის ახლოს.

იტალიური პრესის ინფორმაციით, დღეს რომაულ გუნდსა და კოსტიჩის აგენტს შორის გადამწყვეტი შეხვედრა გაიმართება.

ფილიპს აქტიურად უკავშირებდნენ „რომაში“ გადასვლას. თითქოს, მისით პირადად ჟოზე მოურინიოა დაინტერესებული.

ბუნდესლიგის გასულ სეზონში სერბმა 4 გოლი და 14 საგოლე გადაცემა მიითვალა. „აინტრახტამდე“ ის „ჰამბურგში“, „შტუტგარტში“ და „გრონინგენში“ თამაშობდა.