ავტორიზაცია

ბენიტესმა კარისკენ ოთხ ფეხბურთელს მიუთითა, მათ შორის - ხამეს როდრიგესსაც

ბენიტესმა კარისკენ ოთხ ფეხბურთელს მიუთითა, მათ შორის - ხამეს როდრიგესსაც
თარიღი 31 ივლ 2021, 18:07

„ევერტონის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, რაფაელ ბენიტესმა, გუნდიდან გასასვლელი კარისკენ ოთხ ფეხბურთელს მიუთითა.

ამ ოთხეულში მოხვდნენ ფეხბურთელები, რომლებსაც მაღალი ხელფასი აქვთ. მათ შორისაა ხამეს როდრიგესიც.

კოლუმბიელის გარდა, გუნდი ამ ზაფხულს ფაბიან დელფმა, ჯორჯო კენიმ და ჯენკ ტოსუნმა უნდა დატოვონ. მწვრთნელის განმარტებით, ეს ოთხეული მის ტაქტიკურ მოდელში ვერ ჯდება.

Liverpool Echo-ს ინფორმაციით, „ევერტონში“ ბენიტესი სწრაფი კონტრშეტევების სტილის დანერგვას აპირებს, სადაც არ იქნება გამოკვეთილი ვარსკვლავი და ლიდერი.