ავტორიზაცია

ოფიციალურად: ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი პრემიერ ლიგის გუნდში გადადის

ოფიციალურად: ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი პრემიერ ლიგის გუნდში გადადის
თარიღი 31 ივლ 2021, 18:49

„ასტონ ვილამ“ „ფარმაცევებთან“ შეთანხმება ოფიციალურად დაადასტურა.

ბირმინგემული კლუბი იტყობინება, რომ „ბაიერ ლევერკუზენთან“ ლეონ ბეილის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია.

ფეხბურთელი უახლოეს პერიოდში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც კონტრაქტს გააფორმებს და ინგლისური გუნდის მოთამაშე ოფიციალურად გახდება.

საინტერესოა, რომ „ასტონ ვილა“ ჯერჯერობით არანაირ დეტალებს არ აზუსტებს - არც სატრანსფერო თანხას, არც ფეხბურთელის კონტრაქტს ან რაიმე საინტერესო ფაქტებს, ყველაფერი მოგვიანებით, ჟურნალისტებისთვის გახდება ცნობილი.

2016/17-სეზონიდან იამაიკელმა შემტევმა „ლევერკუზენის“ მაისურით ბუნდესლიგაში 119 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 28 გოლი, 18 საგოლე გადაცემა მიითვალა, ასევე 227 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა და 178 რეალური საგოლე მომენტი შექმნა.

გაეცანით ამ ფეხბურთელის შესაძლებლობებს ვიდეოთი: