ავტორიზაცია

VIDEO: "ხულიგანი არ ვარ, უბრალოდ ემოციებში ვიყავი", - გავიხსენოთ ასათიანისა და ცსკა-ს მოთამაშის ჩხუბი დერბიში

თარიღი 01 აგვ 2021, 11:08

რუსეთში დასრულდა მოსკოვური დერბი "ცსკა"-სა და "ლოკომოტივს" შორის, რაც არის კარგი მიზეზი მალხაზ ასათიანისა და მარკ გონსალესის 2010 წელს მომხდარი ჩხუბის გასახსენებლად.

დაპირისპირების დეტალები ვიდეოშია, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ქართველმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა განაცხადა შემდეგი - "ხულიგანი არ ვარ. მსგავსი რამ ჩემს კარიერაში აქამდე არასდროს მომხდარა.

უბრალოდ მივიღე ძალიან მტკივნეული დარტყმა ფეხებში და ემოციები ვერ მოვთოკე", - განაცხადა "რკინიგზელთა" ყოფილმა ჰავბეკმა.