კიდევ ერთი მედალი! - იაკობ ქაჯაია ფინალში გავიდა!

ბერძულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში ქართველი სპორტსმენი იაკობ ქაჯაია ფინალში გავიდა.
ქაჯაია ნახევარფინალში ჩილეს წარმომადგენელ იასმანი აკოსტა ფერნანდესს დაუპირისპირდა.
პირველი პერიოდი მან გაფრთხილებით წააგო, თუმცა მეორე პერიოდში მეტოქეს გაფრთხილება აქეთ მიაღებინა და ფინალის საგზური მოიპოვა.
ფინალური შეხვედრა ხვალ შედგება და ქაჯაიას მეტოქე კუბელი მიაინ ლოპეს ნუნიესი იქნება.