ავტორიზაცია

დინამო ბათუმის ფეხბურთელი ტრაგიკულად გარდაიცვალა

დინამო ბათუმის ფეხბურთელი ტრაგიკულად გარდაიცვალა
თარიღი 01 აგვ 2021, 17:27

"დინამო ბათუმის" ახალგაზრდა ფეხბურთელი დიმა შიტაკაშვილი ტრაგიკულად გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

"დინამო ბათუმი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კლუბის აკადემიის ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელის - დიმა (კარაი) შიტაკაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების გამო.

თანავუგრძნობთ დიმას ოჯახსა და მეგობრებს", - წერია განცხადებაში.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ შიტაკაშვილი სიმაღლიდან გადავარდა.

კომპანია Goal.Ge ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და დიმა შიტაკაშვილის ოჯახს თანადგომას უცხადებს.