ოფიციალურად: ანდრეი შევჩენკომ უკრაინის ნაკრები დატოვა
უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ, დაკავებული თანამდებობა დატოვა.
„დღეს უკრაინის ფეხბურთის ასოციაცასთან კონტრაქტი ამომეწურა. ნაკრებში ხუთი წელი გავატარე. დიდი შრომის დამსახურებით, რომელიც გავიღეთ, თანამედროვე ფეხბურთის ჩვენება შეგვიძლია.
პრეზიდენტის და აღმასრულებელი კომისიის მადლიერი ვარ მოცემული შანსისთვის. მადლობა ყველა ადამიანს, ვინც მეხმარებოდა და გუნდის საქმეებში იყო ჩართული.
დიდი მადლობა გულშემატკივრებს კრიტიკასა და მხარდაჭერისთვის. ერთად ჩვენ ვაჩვენეთ, რომ უკრაინულ ფეხბურთს შეუძლია იყოს კონკურენტუნარიანი და ჩამთრევი. უკრაინისადმი რწმენით.“ - წერს შევჩენკო სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ შევჩენკომ უკრაინის ნაკრები ევრო 2020-ს მეოთხედფინალში გაიყვანა, სადაც შემდეგ მომავალ ფინალისტ ინგლისის ნაკრებთან დამარცხდა.