ავტორიზაცია

ფლიკი: "გამოვიძახებ თუ არა ნაკრებში მიულერს და ჰუმელსს?"

ფლიკი: "გამოვიძახებ თუ არა ნაკრებში მიულერს და ჰუმელსს?"
თარიღი 01 აგვ 2021, 18:25

გერმანიის ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა, ნაკრებში „დორტმუნდის“ მცველის, მათს ჰუმელსის და „ბაიერნის“ შემტევის, თომას მიულერის გამოძახების საკითხზე ისაუბრა.

„ჰუმელსი და მიულერი? არ არსებობს კონკრეტული ასაკი, რომლის შემთხვევაშიც მე ფეხბურთელის ნაკრებში გამოძახებას გამოვრიცხავ.

მთავარია, ფეხბურთელი კარგად გამოიყურებოდეს და ნაკრებში თამაშის სურვილი გააჩნდეს. ჩვენ ვცდილობთ, საუკეთესოებთან ვიმუშავოთ, მათ კი უნდა დაამტკიცონ, რომ საუკეთესოები არიან.

ყველა ფეხბურთელი 100%-ით უნდა იხარჯებოდეს. გვინდა, გულშემატკივრები ჩვენი შემტევი ფეხბურთით გავახაროთ. წინ უამრავი საქმე გვაქვს.“ - ციტირებს ფლიკის სიტყვბეს გერმანული ფეხბურთის საბჭოს პრესსამსახური.

შეგახსენებთ, რომ ფლიკი გერმანიის ნაკრებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად 2006-2014 წლებში მუშაობდა, ევრო 2020-ს შემდეგ კი გუნდი უკვე მთავარი მწვრთნელის რანგში ჩაიბარა.