კიდევ ერთი ტიტულის შანსი ლილს?! - დღეს გასამართ საფრანგეთის სუპერთასზე პსჟ-ს ვერცერთი ლიდერი ვერ დაეხმარება
„პარი სენ-ჟერმენმა“ „ლილთან“ გასამართი საფრანგეთის სუპერთასის მატჩზე გუნდის ლიდერები არ გამოიძახა.
მატჩი დღეს, 1 აგვისტოს, თელ-ავივში თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება.
საინტერესოა, რომ განაცხადში ვერ მოხვდნენ შემდეგი ფეხბურთელები: ჯანლუიჯი დონარუმა, კილიან მბაპე, ნეიმარი, სერხიო რამოსი, მარკინიოსი, ხუან ბერნატი, ანხელ დი მარია და ლეანდრო პარედესი.
რამოსი და ბერნატი ტრავმებისგან გამოჯანმრთელების პროცესს აგრძელებენ, დანარჩენმა ფეხბურთელებმა კი ევრო 2020-სა და კოპა ამერიკაზე მონაწილეობის გამო, ვარჯიში გვიან დაიწყეს და მწყობრში შესვლა ჯერ ვერ მოასწრეს.
„პსჟ-ს“ სრული განაცხადი ასე გამოიყურება: ნავასი, ბიტშუაბუ, ბიტუმაცალა, დიალო, ებიმბე, დრაქსლერი, ფერნანდესი, ფრანკი, გარბი, გეიე, ჰაკიმი, ერერა, იკარდი, კალიმუენო, კერერი, კიმპემბე, კურზავა, ლეტელიე, მიშუტი, ნაჯერა, პერეირა, სომინსი, ვეინალდუმი.