ბენფიკა გამოირიცხა - დიეგო კოშტას ახალი მსურველი ჰყავს
ესპანელმა თავდამსხმელმა დიეგო კოშტამ კარიერა შესაძლოა თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელოს.
ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა „ტვიტერში“ იტყობინება.
სკირას თქმით, კოშტას „ბეშიქთაში“ ეპატიჟება, რომელიც კოშტას კონტრაქტს 2023 წლამდე და წლიურად 3 მილიონ ევროს სთავაზობს. გარდა ამისა, კოშტა ბონუსის სახით 2 მილიონ ევროსაც მიიღებს.
საბოლოო გადაწყვეტილება ამ შემოთავაზების თაობაზე მომდევნო კვირის ბოლომდე უნდა მიიღოს.
დიეგო კოშტამ „ატლეტიკო“ კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ დეკემბერში დატოვა და მას შემდეგ უკლუბოდაა, პრესა მას არც ისე დიდი ხნის წინ პორტუგალიურ „ბენფიკასაც“ უკავშირებდა, თუმცა ლისაბონურმა გუნდმა უკრაინელი რომან იარემჩუკი დაიმატა.