ავტორიზაცია

ჩელსის მცველს სამი ევროპული გუნდი ეპატიჟება

ჩელსის მცველს სამი ევროპული გუნდი ეპატიჟება
თარიღი 01 აგვ 2021, 19:16

„ჩელსის“ მცველმა ემერსონ პალმიერიმ შესაძლოა „სტემფორდ ბრიჯი“ ამ თვეში დატოვოს.

Foot Mercato-ს ინფორმაციით, იტალიელ ფეხბურთელს „ლიონი“ ეპატიჟება, რომელიც „ჩელსის“ მის ტრანსფერზე უკვე დაუკავშირდა.

„ლიონის“ გარდა, ემერსონზე პრეტენზიას „ინტერი“ და „ნაპოლიც“ აცხადებენ, თავად პალმიერი „ჩელსის“ დატოვების წინააღმდეგი არ არის, რადგან ბენ ჩილველთან კონკურენციაში მარცხდება.

გასულ თვეში ემერსონ პალმიერი იტალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა