ავტორიზაცია

"მე კრიშტიანუ რონალდუ ვარ და ბურთს მხოლოდ კარში ვგზავნი", - რეალში რონალდუმ crossbar challenge-ში მონაწილეობა იუარა

"მე კრიშტიანუ რონალდუ ვარ და ბურთს მხოლოდ კარში ვგზავნი", - რეალში რონალდუმ crossbar challenge-ში მონაწილეობა იუარა
თარიღი 01 აგვ 2021, 20:11

გამოცემა The Athletic-მა კრიშტიანუ რონალდუსა და რაფაელ ბენიტესის თანაშემწეს, ანტონიო გომესის ისტორიას აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ რაფაელ ბენიტესი „რეალს“ 2015-2016 წლებში წვრთნიდა. 

გამოცემა ამბობს, რომ გომესი ე.წ. crossbar challenge-ში ძალიან კარგად იჩენდა თავს - ეს არის გამოწვევა, რომელშიც მეტოქეები ცდილობენ რაც შეიძლება ხშირად მოარტყან ბურთი ზედა ძელს.

„გომესი „რეალის“ ფეხბურთელებს მუდამ იწვევდა და ფულსაც უგებდა. ერთხელ, ვარჯიშის შემდეგ ის ტონი კროოსს, სერხიო რამოსს და ლუკა მოდრიჩს შეეჯიბრა და ასობით ევრო მოიგო.

ამ ყველაფერს კრიშტიანუ აკვირდებოდა და გომესმა მისი გამოწვევაც სცადა, რაზეც პორტუგალიელმა უპასუხა: „მე კრიშტიანუ რონალდუ ვარ და ბურთს მხოლოდ კარის ბადეში ვგზავნ.“ 

ყველას გაეცინა, მაგრამ გომესი დღემდე ამტკიცებს, რომ რონალდუმ იცოდა, რომ უბრალოდ შანსი არ ჰქონდა.“ - ყვება წყარო, რომელიც ამ ყველაფერს შეესწრო.