იუვენტუსი და სასუოლო შეთანხმებას უახლოვდებიან

„იუვენტუსი“ „სასუოლოს“ ნახევარმცველ მანუელ ლოკატელის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.
„ბიანკონერიმ“ „სასუოლოს“ ფეხბურთელის 5 მილიონად იჯარით აყვანა და შემდგომ 20 მილიონად გამოსყიდვა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო და მხარეები ვერ შეთანხმდნენ.
ახლა კი, Goal.Com-ის ჟურნალისტის რომეო აგრესტის ინფორმაციით, მხარეები შეთანხმებას უფრო მიუახლოვდნენ - „სასუოლო“ მზადაა, ფეხბურთელი 5 მილიონად იჯარით გაუშვას და კონტრაქტში ჩაწეროს 30 მილიონად სავალდებულო გამოსყიდვის პუნქტი.
ცნობისთვის, ლოკატელის შეძენით მხოლოდ „იუვენტუსი“ არ ინტერესდება - მეტიც, „არსენალმა“ „სასუოლოს“ გაცილებით კარგი შეთავაზება გაუკეთა, თუმცა ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება „ბებერ სინიორაში“ სურს, რის გამოც „იუვენტუსს“ უპირატესობა აქვს.