ავტორიზაცია

ვარსკვლავური შემადგენლობის გარეშე მოთამაშე პსჟ ლილთან საფრანგეთის სუპერთასზე დამარცხდა [VIDEO]

თარიღი 02 აგვ 2021, 00:20

საფრანგეთის სუპერთასზე ლიგა 1-ის მოქმედი ჩემპიონი, "ლილი" შეხვდა ქვეყნის თასის გამარჯვებულს, "პარი სენ-ჟერმენს" და მრისხანე მოწინააღმდეგე 1:0 დაამარცხა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა შეკა და სილვა როშამ. ცნობისთვის "პსჟ"-ს შემადგენლობაში არ უთამაშია სერხიო რამოსს, ნეიმარ ჟუნიორს, ანხელ დი მარიას, მარკინიოს კორეას, კილიან მბაპესა და ჯიჯი დონარუმას.