ავტორიზაცია

ლილმა რენატოს ფასი დაადო - პორტუგალიელით ბარსელონა და ორი ინგლისური გრანდი ინტერესდება

ლილმა რენატოს ფასი დაადო - პორტუგალიელით ბარსელონა და ორი ინგლისური გრანდი ინტერესდება
თარიღი 02 აგვ 2021, 10:24

ფრანგული „ლილი“ მზადაა, პორტუგალიელი ნახევარმცველი რენატო სანჩეში გაყიდოს.

Football Espana-ს ინფორმაციით, საფრანგეთის ჩემპიონი რენატოს 35 მილიონ ევროდ აფასებს.

სხვადასხვა გამოცემებს თუ დავუჯერებთ, ნახევარმცველით „ბარსელონა“ ინტერესდება. თუმცა აშკარაა, რომ დღევანდელი ფინანსური სიტუაციიდან გამომდინარე, კატალონიელები სანჩეშში ამხელა ფულის გადახდას ვერ მოახერხებენ.

AS ამბობს, რომ „ბარსა“ რენატოს იჯარით აყვანას შეეცდება და კონტრაქტში შესაძლო ან სავალდებულო გამოსყიდვის პუნქტსაც ჩადებს.

„ბარსელონას“ გარდა, რენატო სანჩეშით „არსენალი“ და „ლივერპულიც“ ინტერესდებიან. მერსისაიდულ გუნდს ახალი ნახევარმცველის გადაბირება ჯორჯინიო ვეინალდუმის შესაცვლელად სურს, რომელიც სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით „პსჟში“ გადაბარგდა.