ავტორიზაცია

VIDEO: სენსაციური შედეგი ალიანც არენაზე - ბაიერნი ამხანაგურ მატჩში ნაპოლისთან განადგურდა

თარიღი 02 აგვ 2021, 10:33

შაბათს, 31 ივლისს, მიუნხენის სტადიონ „ალიანც არენაზე“ გაიმართა ამხანაგური მატჩი იტალიურ „ნაპოლისა“ და გერმანულ „ბაიერნს“ შორის.

მატჩი სენსაციურად, „ნაპოლის“ გამარჯვებით 3:0 დასრულდა. 

შეხვედრაში დუბლი ვიქტორ ოსიმჰენმა მიითვალა, ერთი გოლი კი ზინედინ მაშაშმა შეაგდო.

საინტერესოა, რომ „ნაპოლისაც“ და „ბაიერნსაც“ ამ სეზონის წინ მწვრთნელი შეეცვალათ - იტალიური გუნდი ლუჩანო სპალეტიმ ჩაიბარა, გერმანული კი - იულიან ნაგელსმანმა.

სასტარტო: შემადგენლობები:

„ბაიერნი“: ულრაიხი, პავარი, უპამეკანო, ნიანზუ, სტანიშიჩი, გნაბრი, გორეცკა, მუსიალა, სანე, ლევანდოვსკი, კომანი

„ნაპოლი“: კონტინი, მალკუიტი, მანოლასი, კულიბალი, რუი, ელმასი, ლობოტკა, პოლიტანო, ზიელინსკი, ზედადკა, ოსიმჰენი