ავტორიზაცია

"რთულია, როცა შენში ეჭვი ქვეყნის 95%-ს ეპარება", - ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი

"რთულია, როცა შენში ეჭვი ქვეყნის 95%-ს ეპარება", - ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი
თარიღი 02 აგვ 2021, 11:45

„ასტონ ვილას“ და ინგლისის ნაკრების მცველმა, ტაირონ მინგსმა, ევრო 2020-ზე შექმნილ ფსიქოლოგიურ პრობლემებზე ისაუბრა.

„ხორვატიასთან სადებიუტო მატჩის წინ რთული პერიოდი მქონდა. ვფიქრობ, უფრო მყარი გავხდი ყველა გარე ფაქტორის მიმართ, მაგრამ ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.

არ მიჭირს აღიარება, იმიტომ რომ ბევრი უცნაური მომენტი იყო. მე ალბათ გუნდში ერთადერთი ფეხბურთელი ვიყავი, რომელზეც ხალხი ფიქრობდა: „მასში დარწმუნებული არ ვარ.“ ამ ყველაფრის დაძლევა მომიწია.

როცა შენი ქვეყნის 95%-ს შენში ეჭვი ეპარება, რთულია. ამიტომ, ფსიქოლოგთან დავიწყე მუშაობა. 

მედიტაციაზე, სუნთქვის ტექნიკაზე და ბევრ სხვა რამეზე მომიწია ვარჯიში.“ - ციტირებს მინგსის სიტყვებს The Sun.