ავტორიზაცია

საფრანგეთის სუპერთასის მატჩში, გულშემატკივრები აშრაფ ჰაკიმის ყველა ბურთის მიღებაზე უსტვენდნენ

საფრანგეთის სუპერთასის მატჩში, გულშემატკივრები აშრაფ ჰაკიმის ყველა ბურთის მიღებაზე უსტვენდნენ
თარიღი 02 აგვ 2021, 11:49

„პსჟს“ მცველი აშრაფ ჰაკიმი, საფრანგეთის სუპერთასის მატჩში არასასიამოვნო ეპიზოდის მონაწილე გახდა.

RMC Sport-ის ინფორმაციით, გულშემატკივრები გამუდმებით უსტვენდნენ იმ დროს, როცა ბურთს მაროკოელი ფეხბურთელი ეხებოდა.

საქმე ისაა, რომ შეხვედრა ისრაელში, სტადიონ „ბლუმფილდზე“ გაიმართა. როგორც ჩანს, ადგილობრივი ქომაგების რეაქცია იმით იყო გამოწვეული, რომ მაროკოელმა ფეხბურთელმა, ისრაელთან კონფლიქტში, მხარდაჭერა საჯაროდ პალესტინას გამოუცხადა.

მაისში, მან „ტვიტერში“ გამოაქვეყნა ვიდეო ჰეშთეგით „თავისუფლება პალესტინას“.

შეხვედრა „ლილსა“ და „პსჟს“ შორის საფრანგეთის ახალი ჩემპიონის გამარჯვებით 1:0 დასრულდა. ერთადერთი გოლი 45-ე წუთზე შეკამ გაიტანა.

ჰაკიმი, რომელიც „პსჟში“ ამ ზაფხულს „ინტერიდან“ გადავიდა, სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა. გარდა ამისა, შედგა პარიზელთა სხვა ახალწვეულის, ჯინი ვეინალდუმის დებიუტიც, რომელიც მოედანზე 71-ე წუთზე გამოვიდა.