ავტორიზაცია

ფოტო: მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველმა პირადი მწვრთნელი აიყვანა და კუნთოვანი მასა საგრძნობლად გაიზარდა

ფოტო: მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველმა პირადი მწვრთნელი აიყვანა და კუნთოვანი მასა საგრძნობლად გაიზარდა
თარიღი 02 აგვ 2021, 15:25

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი დონი ვან დე ბეკი ახალი სეზონისთვის თავდაუზოგავად ემზადება.

The Athletic-ის ინფორმაციით, ნიდერლანდელმა პირადი მწვრთნელი დაიქირავა, რათა კუნთოვანი მასა გაიზარდოს და მოძლიერდეს.

ფეხბურთელმა, რომელმაც ევრო 2020 ტრავმის გამო გამოტოვა, ზაფხული სათავისოდ გამოიყენა და პირად მწვრთნელთან მუშაობა დაიწყო. 24 წლის ვან დე ბეკმა ამსტერდამში ვარჯიშების პროგრამა შეადგინა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ სპეციალისტებთან შეთანხმებით მუშაობას შეუდგა.

გულშემატკივრებმა ნიდერლანდელის შეცვლილ ფორმებს ყურადღება უკვე მიაქციეს. ამ თემაზე იხუმრა გუნდის კაპიტანმა ჰარი მაგუაირმაც.

ერთ-ერთ ამხანაგურ მატჩში დონი ვან დე ბეკმა კაპიტნის სამკლაური მოირგო, რაზეც მაგუაირმა კომენტარი დაუწერა: „იცოდე, არ გამიწელო.“