ავტორიზაცია

ნუნუ ეშპირიტუ სანტუს ტოტენჰემში თავისი დაკუნთული ექს-შეგირდის მიყვანა სურს

ნუნუ ეშპირიტუ სანტუს ტოტენჰემში თავისი დაკუნთული ექს-შეგირდის მიყვანა სურს
თარიღი 02 აგვ 2021, 15:27

„ვულვერჰემპტონის“ შემტევმა ადამა ტრაორემ შესაძლოა კარიერა პრემიერ ლიგის სხვა გუნდში გააგრძელოს.

Daily Mail-ის ინფორმაციით, მისი საკუთარ გუნდში ხილვა „ტოტენჰემს“ ახალ მთავარ მწვრთნელს, ნუნუ ეშპირიტუ სანტუს სურს, რომელთან ერთადაც ის „ვულვერჰემპტონში“ მუშაობდა.

„მგლებს“ იმედი აქვთ, რომ ესპანელი შემტევის სანაცვლოდ დაახლოებით 45 მილიონ ფუნტს მიიღებენ. თუმცა, „ტოტენჰემის“ გარდა ტრაორეს შეძენით „ჩელსი“ და „ლიდს იუნაიტედიც“ ინტერესდებიან.

ტრაორე „ვულვერჰემპტონში“ 2018 წელს „მიდლსბროდან“ გადავიდა. პრემიერ ლიგის გასულ სეზონში მან 37 მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.