ავტორიზაცია

ლივერპულის მცველს ნაპოლი აქტიურად აკვირდება

ლივერპულის მცველს ნაპოლი აქტიურად აკვირდება
თარიღი 02 აგვ 2021, 17:30

„ნაპოლი“ „ლივერპულის“ მცველის, კოსტას ციმიკასის შეძენას ცდილობს.

საბერძნეთის ნაკრების ფეხბურთელი „ენფილდზე“ კონკურნციას ენდი რობერტსონთან აგებს, რის გამოც გუნდიდან წასვლაზე უარს არ იტყვის.

ფეხბურთელს თავისთან ლუჩანო სპალეტის „ნაპოლი“ ეპატიჟება, რომელიც ბერძენს პორტუგალიელი მარიო რუის შემცვლელად მოიაზრებს.

„ლივერპული“ და კერძოდ იურგენ კლოპი ფეხბურთელის გაშვების წინააღმდეგნი არ არიან.