ხამესისთვის ევერტონიდან გასასვლელი კარი ხსნილია
ხამეს როდრიგესს შეუძლია „ევერტონი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დატოვებამდე თავისუფლად დატოვოს.
Liverpool Echo-ს ინფორმაციით, კოლუმბიელი 30 წლის ნახევარმცველი რაფა ბენიტესის გეგმებში არ შედის და „ირისები“ ხამესის თაობაზე შემოთავაზებების მოლოდინში არიან.
ერთადერთი გუნდი, რომელმაც ხამესის შეძენის სურვილი გამოთქვა - „მილანია“.
შეგახსენებთ, რომ ხამეს როდრიგესი „ევერტონში“ მადრიდის „რეალიდან“ გასულ ზაფხულს, უფასოდ გადავიდა.