ავტორიზაცია

"ის 3000 მილი/საათში სისწრაფით დარბოდა, მატჩის შემდეგ დირექტორს ვკითხე: "რას ველოდებით?", - ბარძალი მბაპეზე

"ის 3000 მილი/საათში სისწრაფით დარბოდა, მატჩის შემდეგ დირექტორს ვკითხე: "რას ველოდებით?", - ბარძალი მბაპეზე
თარიღი 02 აგვ 2021, 17:37

„იუვენტუსის“ ლეგენდარულმა მცველმა, ანდრეა ბარძალიმ აღიარა, რომ თავისი გუნდის ხელმძღვანელობას, კილიან მბაპეს შეძენა ჯერ კიდევ 2017 წელს ურჩია.

17 წლის კილიან მბაპე „იუვენტუსს“ 2016/17-სეზონში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „მონაკოდან“ დაუპირისპირდა და მიუხედავად ორ მატჩში განცდილი მარცხისა, მონეგასკების შემადგენლობაში საუკეთესო ახალგაზრდა მბაპე იყო.

„გუშინდელივით მახსოვს ის შეგრძნება, რომელიც მონტე კარლოში გამართული მატჩის შემდეგ ვიგრძენი, როცა 18 წლის მბაპეს დავუპირისპირდი: ის 3000 მილი/საათში სისწრაფით დარბოდა.

თამაშის შემდეგ, გუნდის სპორტულ დირექტორთან, ფაბიო პარატიჩისტან მივედი და ვუთხარი: „რას ველოდებით?“ 

დირექტორმა ამიხსნა, რომ მისი შეძენა ყველას სურდა და მბაპეს გადაბირება პრაქტიკულად შეუძლებელი ამბავი იყო.“ - ციტირებს ბარძალის სიტყვებს Goal.com.

რატომ იყო მბაპე ასეთი მოთხოვნადი?

ახალგაზრდა ფეხბურთელმა, რომელსაც იმ სეზონის სტარტზე არავინ იცნობდა, 44 მატჩში 26 გოლი გაიტანა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის გარდა, „მონაკოს“ ლიგ ა1-ც მოაგებინა.