ავტორიზაცია

ლივერპულის მთავარი სამიზნე ტრაორე იქნება - Sky Sports

ლივერპულის მთავარი სამიზნე ტრაორე იქნება - Sky Sports
თარიღი 03 აგვ 2021, 14:36

Sky Sports-ის თანახმად, "ლივერპულის" მთავარი სამიზნე მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იქნება "ვულვერჰემპტონის" ლიდერი, ადამა ტრაორე.

ესპანელი შემტევის ტრანსფერზე პერსონალურად მუშაობს იურგენ კლოპი, რომელიც მისი თამაშის სტილის დიდი თაყვანისმცემელია. გერმანელ ტაქტიკოსს მიაჩნია, რომ "უონდერერსის" ვინგერი მერსისაიდელთა თავდასხმაში მეტ კრეატივს შემოიტანს.

"ვულვზი" არ არის პირენეელი გარემარბის გაშვების წინააღმდეგი, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული მხარე მოთხოვნილ 30 მილიონ ფუნტს გადაიხდის.

25-წლის ფლანგელი "მგლებში" თამაშობს 2018 წლიდან და ამ დროის განმავლობაში მან 131 შეხვედრაში მან 10 გოლი გაიტანა. აქვე დავამატებთ, წარმოშობით მალელი შემტევი "ბარსას" აკადემიის აღზრდილია.