ავტორიზაცია

რეალი ლესტერის მცველით დაინტერესდა

რეალი ლესტერის მცველით დაინტერესდა
თარიღი 03 აგვ 2021, 14:48

მადრიდის "რეალი" დაინტერესებულია "ლესტერ სიტის" ახალგაზრდა ცენტრალური მცველით, უესლი ფოფანათი, წერს Telefoot-ი. Transfermarkt-ი ფრანგ უკანახაზელს აფასებს 40 მილიონად, მაგრამ "მელიები" მის სანაცვლოდ ორჯერ მეტს ითხოვენ.

"სამეფო კლუბს" "ლურჯებისთვის" ოფიციალური წინადადებით ჯერ არ მიუმართავს, რადგან თავდაპირველად კილიან მბაპეს ტრანსფერის დეტალებია მოსაგვარებელი.

ფრანგი თავდამსხმელის მომავალი კვლავ ბუნდოვანია, მიდლანდელთა ცენტრბექი კი "ბლანკოსის" გარდა, ევროპის მასშტაბით მსურველების დეფიციტს არ განიცდის.

"ლესტერის" სამიანმა პრემიერ ლიგაში ჩაატარა სადებიუტო სეზონი და ჩემპიონატის ერთ-ერთ ყველაზე თვალშისაცემ აღმოჩენად იქცა. "მელიებამდე", წარმოშობით მალელი მცველი "სენტ-ეტიენში" თამაშობდა.