ავტორიზაცია

ანჩელოტი ყოფილი შეგირდის დამატებაზე უარს არ იტყვის

ანჩელოტი ყოფილი შეგირდის დამატებაზე უარს არ იტყვის
თარიღი 03 აგვ 2021, 16:17

"ევერტონის" თავდამსხმელმა, რიშარლისონმა კარიერა შეიძლება ესპანეთში გააგრძელოს.

როგორც Transfermarkt იტყობინება, ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელით "რეალია" დაინტერესებული.

გავრცელებული ცნობით, მადრიდელთა მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი 24 წლის სამხრეთამერიკელს უკვე ესაუბრა.

2020/21 წლების სეზონში რიშარლისონმა "ევერტონის" რიგებში 40 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.

მოგეხსენებათ, გასულ სეზონში "კანფეტებს" სათავეში სწორედ ანჩელოტი ედგა, რომელიც ამ ზაფხულს "რეალში" დაბრუნდა.