ავტორიზაცია

მედისონი არსენალში? ბრენდან როჯერსმა პოტენციურ ტრანსფერზე ისაუბრა

მედისონი არსენალში? ბრენდან როჯერსმა პოტენციურ ტრანსფერზე ისაუბრა
თარიღი 03 აგვ 2021, 20:04

„ლესტერის“ მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა, თავისი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ჯეიმს მედისონის „არსენალში“ შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა.

პრესაში იწერება, თითქოს „ლესტერი“ მზადაა, მედისონი „მეთოფეებში“ 60 მილიონ ფუნტად გაუშვას.

„კლუბის ხელმძღვანელობას ველაპარაკე და დამარწმუნეს, რომ „ლესტერს“ ფეხბურთელების გაყიდვის საჭიროება არ აქვს.

ყველა ფეხბურთელი კლუბის განვითარების გზით სრულიად კმაყოფილია.

ჩვენი შემადგენლობის ყველა მოთამაშეს „ლესტერში“ ყოფნა მოსწონს და სურს. მე ჩემი ფეხბურთელები მიყვარს და მათთან მუშაობისგან სიამოვნებას ვიღებ. ვფიქრობ, „ლესტერი“ თავის საუკეთესო ფეხბურთელებს არ გაყიდის.“ - აღნიშნა როჯერსმა.

ამ ზაფხულს, „არსენალმა“ 50+ მილიონ ფუნტად „ბრაიტონის“ ცენტრალური მცველი, ბენ უაითი უკვე შეიძინა.