ავტორიზაცია

ოფიციალურად: ფაბინიომ ლივერპულთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ოფიციალურად: ფაბინიომ ლივერპულთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
თარიღი 03 აგვ 2021, 20:22

„ლივერპულის“ ნახევარმცველმა, ბრაზილიელმა ფაბინიომ საკუთარი მომავალი მერსისაიდულ გუნდს დაუკავშირა.

ფეხბურთელმა „წითლებთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა, შეთანხმების ფინანსური დეტალები ცნობილი არ არის.

2020/21-სეზონში ფაბინიომ „ლივერპულის“ მაისურით 30 მატჩში ითამაშა და შედეგიანი ქმედებებით თავი არ გამოუჩენია.

ბრაზილიელი „ლივერპულში“ 2018 წელს 45 მილიონ ევროდ „მონაკოდან“ გადავიდა, სადღეისოდ Transfermarkt მას 60 მლნ ევროდ აფასებს.