რეალმა ტონი კროოსი დაკარგა - რამდენს იუქმებს გერმანელი ნახევარმცველი?

მადრიდის „რეალმა“ გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ნახევარმცველის ტრავმა დაადასტურა.
გერმანელ შუახაზელ ტონი კროოსს პუბალგია დაუდგინდა - საზარდულის მიდამოს დაზიანება.
ამ ტრავმის გამო კროოსი 4-დან 6 კვირამდე იუქმებს და შესაბამისად, სეზონის საწყის ეტაპს და ლა ლიგის რამდენიმე ტურსაც გამოტოვებს.
ტონის მოედანზე დაბრუნებას სავარაუდოდ სექტემბრის პირველ რიცხვებში უნდა ველოდოთ.
კროოსმა ევრო 2020-ზე მიიღო მონაწილეობა, სადაც გერმანიის ნაკრებთან ერთად მერვედფინალამდე მივიდა და ინგლისთან (0:2) დამარცხდა, რის შემდეგაც სანაკრებო კარიერა დაასრულა.
ჩემპიონატში მონაწილეობის გამო, ფეხბურთელმა სხვა ფეხბურთელებზე დიდხანს დაისვენა და „რეალს“ დაახლოებით ერთი კვირის წინ დაუბრუნდა.