ავტორიზაცია

ოფიციალურად: ასტონ ვილამ ლევერკუზენის შემტევის ტრანსფერი დაადასტურა

ოფიციალურად: ასტონ ვილამ ლევერკუზენის შემტევის ტრანსფერი დაადასტურა
თარიღი 04 აგვ 2021, 13:53

„ბაიერ ლევერკუზენის“ თავდამსხმელი ლეონ ბეილი კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს.

იამაიკელი ფეხბურთელი „ასტონ ვილას“ მაისურს მოირგებს, რომელთანაც მან კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა.

ბეილიმ „ლევერკუზენიდან“ წასვლის გადაწყვეტილება სეზონის ბოლოს მიიღო და „ფარმაცევტები“ მის მყიდველს აქტიურად ეძებდნენ.

ინფორმაციას კლუბები არ ავრცელებენ, მაგრამ ავტორიტეტულ ჟურნალისტებს თუ დავუჯერებთ, „ასტონ ვილას“ ბეილის ტრანსფერი 30 მილიონი ევრო დაუჯდა.

ლეონ ბეილიმ კარიერა ბელგიურ „გენკში“ დაიწყო, საიდანაც 2017 წელს „ლევერკუზენში“ გადავიდა.

გასულ სეზონში 23 წლის ფეხბურთელმა ბუნდესლიგის 30 მატჩში ითამაშა, რომლებშიც 9 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.